შპს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი

ეროვნული განათლება ეროვნული ტრადიციები

 

 

 

   

 

შენობის ხედი
უნივერსიტეტის ეზო
გელათი
გელათის მონასტერი — ქართული ხუროთმოძღვრული ანსამბლი, შუა საუკუნეების საქართველოს უმნიშვნელოვანესი ცენტრი. აგებულია ქ. ქუთაისის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით 11 კმ-ზე, მდინარე წყალწითელის ხეობაში. დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის თაოსნობით
დავითმა მემკვიდრეებს დაუტოვა ქვეყანა "ნიკოფსიიდან დარუბანდამდე და ოვსეთიდან არეგაწამდე"
ბიბლიოთეკა
ბიბლიოთეკა
სტომატოლოგიური კაბინეტი
კომპიუტერული კლასი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო


გამოცდების ეროვნული ცენტრი


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სტუდენტთა მობილობას

   თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სტუდენტთა მობილობას:

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა  –  20     ადგილი

ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა  –  5  ადგილი

ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა  - 10 ადგილი

სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა - 20 ადგილი

სამართლის სამაგისტრო პროგრამა - 5  ადგილი

 

მსურველთა  რეგისტრაციამობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე იწყება 17 იანვრის 12:00 საათზე და  გაგრძელდება პირველი თებერვლის 18:00 საათამდე.

მობილობის უფლებამოპოვებული სტუდენტები ვალდებულნი არიან  6 თებერვლიდან  11 თებერვლამდე უნივერსიტეტში წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

1. განცხადება;

2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

3. ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან (დამოწმებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტის/სკოლის/ბეჭდითა და დეკანის ხელმოწერით);

4. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;

5. სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი.

6. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);

7. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) ან დიპლომის ნოტარიალური წესით დამოწმებული ასლი;

8. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერთიფიკატის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

9. 2 ფოტოსურათი 3X4 და ელექტრონული ვერსია CD-ზე.

საბუთების მიღება ყოველდღე 10:00 – 18:00 სთ. (შაბათ-კვირის გარდა)

სტუდენტებისათვის კრედიტების აღიარება და გაცნობა:  თებერვლიდან 13 თებერვლის ჩათვლით;

ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების გამოცემის ვადა - 2019 წლის პირველ მარტამდე.

მისამართი:

ქ. თბილისი, ს. ცინცაძის N 24; VI სართული; N 605 ოთახი;

საკონტაქტო პირები:

დავით გუბელაძე (+995) 599 50 51 51

ირინე ვაშაკიძე (+995) 577 71 50 70;