თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი

ეროვნული განათლება ეროვნული ტრადიციები

 

შენობის ხედი
უნივერსიტეტის ეზო
გელათი
გელათის მონასტერი — ქართული ხუროთმოძღვრული ანსამბლი, შუა საუკუნეების საქართველოს უმნიშვნელოვანესი ცენტრი. აგებულია ქ. ქუთაისის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით 11 კმ-ზე, მდინარე წყალწითელის ხეობაში. დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის თაოსნობით
დავითმა მემკვიდრეებს დაუტოვა ქვეყანა "ნიკოფსიიდან დარუბანდამდე და ოვსეთიდან არეგაწამდე"
ბიბლიოთეკა
ბიბლიოთეკა
სტომატოლოგიური კაბინეტი
კომპიუტერული კლასი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო


გამოცდების ეროვნული ცენტრი


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

თდასუ აცხადებს მიღებას სამაგისტრო პროგრამებზე

შპს.  თბილისის  დავით  აღმაშენებლის  სასწავლო  უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას  სამართლისა და  ბიზნესის  ადმინისტრირების სამაგისტრო  პროგრამებზე  2017–2018  სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის:

I.მაგისტრატურაში  მიღების  ვადები:

მაგისტრანტობის  კანდიდატთა საბუთების მიღება  – 25  აგვისტო  – 5  სექტემბერი;

გამოცდა უცხოურ ენაში–  6  სექტემბერი;

გამოცდის  შედეგების გამოცხადება  –  7   სექტემბერი;

გამოცდის შედეგების გასაჩივრება  –  8  სექტემბერი;

აპელაციის  შედეგების გამოცხადება –  11  სექტემბერი;

გამოცდა/გასაუბრება  სპეციალობაში  –  12   სექტემბერი;

გამოცდის  შედეგების გამოცხადება –  13  სექტემბერი;

გამოცდის შედეგების  გასაჩივრება  –  14  სექტემბერი;

აპელაციის შედეგების გამოცხადება –  15  სექტემბერი;

მაგისტრანტობის კანდიდატებთან ხელშეკრულების გაფორმება  – 18  სექტემბერი.

II. წარმოსადგენი დოკუმენტაციის  ნუსხა:

განცხადება რექტორის  სახელზე;

ბაკალავრის (სამართლის სამაგისტრო  პროგრამაზე  სამართლის ბაკალავრის)  ან  მასთან გათანაბრებული  აკადემიური  ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და  დიპლომის დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

პირადობის დამადასტურებელი მოწმობის  ასლი;

უცხოური ენის ცოდნის დამადასტურებელი  სერტიფიკატი  (არსებობის შემთხვევაში);

საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათის  ასლი;

სამხედრო  აღრიცხვაზე  ყოფნის  დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი  ან სამხედრო ბილეთი  (არსებობის  შემთხვევაში);

უცხო  ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის  ნოტარიულად  დამოწმებული  ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

2  ფოტოსურათი 3 x 4  და  ელექტრონული  ვერსია  CD–ზე.  საბუთები მიიღება: 10.00 საათიდან  –  18.00  საათამდე  უნივერსიტეტის სასწავლო დეპარტამენტში.

      მისამართი: ქ. თბილისი,  ს. ცინცაძის #24;  VI სართული;  ოთახი #605;

      საკონტაქტო ტელეფონი: 237 88 66; 238 55 66; მობილური 599 409 551.

 

დაიბეჭდა XIX სამეცნიერო კონფერენციის შრომათა კრებული

დაიბეჭდა თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის XIX სამეცნიერო კონფერენციის შრომათა კრებული. უნივერსიტეტი კონფერენციის ყველა მონაწილე სტუდენტს, პროფესორსა და პარტნიორი კლინიკის სპეციალისტს საჩუქრად გადასცემს შრომათა კრებულს.

 

 

 

მობილობის მსურველთა საყურადღებოდ!

თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სტუდენტთა მობილობას:

1.     სოციალურ მეცნიერებათა და ბიზნესის ფაკულტეტი:

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა  –  20    ადგილი;

2.    ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა  ფაკულტეტი

ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა  -  8 ადგილი;

მსურველთა  რეგისტრაცია 2017  წლის 25 ივლისიდან 17 აგვისტოს ჩათვლით მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე.

მობილობის უფლებამოპოვებული სტუდენტები ვალდებულნი არიან დადგენილ ვადებში 23 აგვისტოდან 25 აგვისტოს ჩათვლით უნივერსიტეტში წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

1. განცხადება;

2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

3. ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან (დამოწმებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტის/სკოლის/ბეჭდითა და დეკანის ხელმოწერით);

4. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;

5. სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი.

6. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);

7. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) ან დიპლომის ნოტარიალური წესით დამოწმებულიასლი;

8. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერთიფიკატის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

9. 2 ფოტოსურათი 3X4 და ელექტრონული ვერსია CD-ზე.

 

საბუთების მიღება ყოველდღე 10:00 – 18:00 სთ. (შაბათ-კვირის გარდა)

კრედიტების აღიარება: 29 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით;

სტუდენტებისათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და ხელშეკრულების გაფორმება: 4-6 სექტემბერი;

ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და წარდგენა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში: 7-8 სექტემბერი.

 

მისამართი:

ქ.თბილისი, ს.ცინცაძის N 24; VI სართული; N 605 ოთახი;

საკონტაქტო პირი: ირინე ვაშაკიძე (+995) 5777150 70; ანა მამაცაშვილი (+995) 592 92 22 44.

 

 

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "ბიზნესისა და სამართლის სფეროს აქტუალური პრობლემები"

თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი იწვევს პროფესორებსა და მკვლევარებს თდასუ-ს  საერთაშორისო  სამეცნიერო კონფერენციაში „ბიზნესისა და სამართლის სფეროს აქტუალური პრობლემები“  მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ტარდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2017 წლის სექტემბრის ბოლო კვირას დაგეგმილი მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში

  კონფერენცია ჩატარდება შემდეგი მიმართულებებით:

·        სოციალური მეცნიერებები და ბიზნესი

·        სამართალმცოდნეობა

კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოსა და უცხოეთის უმაღლესი სასწავლებლების, კვლევითი ცენტრებისა და ინსტიტუტების პროფესორებსა და მკვლევარებს.

კონფერენციის სამუშაო ენებია:

·        ქართული

·        ინგლისური

·        რუსული

კონფერენცია გაიმართება 2017 წლის28-29 სექტემბერს11 საათზე თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში,  მისამართზე: რუსთავის გზატკეცილი N18-22.

საერთაშორისო კონფერენციის მნიშვნელოვანი თარიღები:

17 ივლისი საკონფერენციო მასალის თეზისების (1 გვერდი) წარმოდგენის ბოლო ვადა.

24 ივლისი - კონფერენციაში მონაწილე შერჩეული კანდიდატების ინფორმირების ვადა.

8 სექტემბერი - საკონფერენციო ნაშრომების სრული ვერსიების ჩაბარების ვადა.

ნაშრომის გაფორმების წესი:

თავფურცელი - მოხსენების სათაური, მომხსენებლის სახელი, გვარი, სტატუსი, ტელეფონი (მობილური), ელექტრონული ფოსტის მისამართი;

ტექსტის ენა - ქართული, ინგლისური, რუსული;

გვერდების რაოდენობა - 7-10 (A4 ფორმატი);

შრიფტი - Sylfaen;

შრიფტის ზომა - 12;

სტრიქონებს შორის მანძილი - 1,5;

გვერდების საზღვრები - 2,5;

ნაშრომის ბოლოს უნდა დაერთოს:

·        ანბანის მიხედვით დალაგებული გამოყენებული ლიტერატურის სია.

·        რეზიუმე საკონფერენციო ნაშრომის ენაზე (მაქსიმუმ 500 სიმბოლო).

მონაწილეთა ნაშრომები დაიბეჭდება თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალშიაღმაშენებელი“.

კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერიფიკატი.

კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა.

 გთხოვთ, გამოაგზავნოთ თეზისები და საბოლოო ნაშრომი ელ.ფოსტაზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

 

თდასუ-ს სტუდენტები სიღნაღში და ბოდბის მონასტერში

თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები სიღნაღში და ბოდბის მონასტერში

 

 

 

   

 

 

 

თდასუ-ს XIX სამეცნიერო კონფერენცია

2017 წლის 10 ივნისს  უნივერსიტეტში ჩატარდა XIX  სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც  მონაწილეობა მიიღეს თდასუ-ს  სტუდენტებმა, პროფესორებმა, პარტნიორი კლინიკების სპეციალისტებმა, დამსაქმებლებმა, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან მოწვეულმა პროფესორებმა და  სტუდენტებმა.  კონფერენციის სექციური მუშაობა წარიმართა 4 მიმართულებით:

· სამართლის

· მედიცინის

· სოციალურ მეცნიერებათა და ბიზნესის

· ჰუმანიტარულ მეცნიერებათა.

მონაწილეებს, კონფერენციის დასასრულს, გადაეცათ სერტიფიკატები; მოწონებული ნაშრომები დაიბეჭდება კონფერენციის შრომათა კრებულში.

 

 

 

  

 

 

 

 

 
 
 
 

თდასუ-ს სახალხო არტისტი ლეო ანთაძე ეწვია

თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტს სტუმრად ეწვია საქართველოს სახალხო არტისტი, მაესტრო ლეო ანთაძე. სტუმარმა   მონოსპექტაკლის სახით წარმოადგინა ნაწყვეტები ვაჟა ფშაველას, გურამ დოჩანაშვილის, ნოდარ დუმბაძის, ანა კალანდაძის,  დემნა შენგელაიას და  სხვ. შემოქმედებიდან.

 

 

თდასუ-ს სტუდენტები პირველადი სამედიცინო დახმარების ლექციაზე

თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები აქტიურად ეუფლებიან პირველადი სამედიცინო დახმარების საფუძვლებს.

 

ავსტრიელი სტუმარი თდასუ-ში

თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტს ეწვია კავკასიის კვლევების ავსტრიული ინსტიტუტის დირექტორი ბატონი ადამ ლამბერდი, რომელმაც თდასუ-ს სტუდენტებს ავსტრიის პოლიტიკური და საგანმანათლებლო სისტემის შესახებ საინტერესო ლექცია წაუკითხა.

 

 

 

 

 

თდასუ-ს სტუდენტები ბავშვთა სახლში

თდასუ-ს სტუდენტები სოფელ მარტყოფში მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლს ეწვივნენ, ბავშვებს საჩუქრებითა და ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ და მთელი დღე მათთან ერთად გაატარეს.